კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის

ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის
“ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა დ ამასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს იურისტებისთვის პროფესული ეთიკის სწავლების პოპულარიზებას საქართველოში; შეჯიბრი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ კონფლიქტური სიტუაციები და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები.

– შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სამკაციან (ერთი უნივერსიტეტიდან) გუნდებად  (მონაწილე არ უნდა იყოს მოქმედი ადვოკატი);

– I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის” 60 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო  II, III და IV ადგილზე გასულ გუნდის წევრებს  – სიმბოლური საჩუქრები.

 

შეჯიბრის ეტაპები:

– გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge 

– შემდგომ ეტაპზე, რეგისტრირებულმა გუნდებმა, უნდა მოამზადონ წერილობითი პოზიცია შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ მათთვის მიწოდებული საქმის შესახებ, რის საფუძველზეც, ზეპირ განხილვებში მონაწილეობის მისაღებად, შეირჩევა რვა გუნდი (შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია);

– ზეპირი განხილვების ეტაპზე გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. ზეპირი მოსმენა ჩატარდება ორ რაუნდად: პირველ რაუნდში ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი, ფინალში კი გამოვლინდება I, II, III  და IV ადგილზე გასული გუნდები;

შეჯიბრის ორივე ეტაპი ტარდება ქართულ ენაზე (მონაწილე გუნდებს შეუძლიათ უცხოენოვანი მრჩევლის აყვანა);

ნებისმიერი თარიღის ცვლილების შესახებ წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს, თარიღის ცვლილება არ დაარღვევს სამართლიანი შეჯიბრის პრინციპს;

შეჯიბრის ჩატარების დეტალურ წესები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:  შეჯიბრის წესები

შეჯიბრის სამართლიანად წარმართვას უზრუნველყოფენ მოწვეული პროფესორები და იურისტები, რომლებიც შეაფასებენ ნამუშევრებს და მონაწილეების კომპეტენციას, წინასწარ გაწერილი და გამოქვეყნებული წესების მიხედვით.

შეჯიბრი ერთხელ უკვე წარმატებით გაიმართა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, რაც შეუძლებელი იქნებოდა რომ არა იმ ადამიანების დრო და ენერგია, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ღონისძიების მომზადებაში, ისე მის ჩატარებაში. იმედია, შეჯიბრება ტრადიციულ სახეს მიიღებს და კვლავაც მოუყრის თავს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.