გილოცავთ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში განახლებას. პანდემიის დროს შეფერხებით მიმდინარეობდა ფედერალისტური წერილების კითხვის საღამოები. სასწავლო პროცესის აუდიტორიულ რეჟიმში დაწყება გვაძლევს შესაძლებლობას განვაახლოთ ფედერალისტთა კლუბის საქმიანობა.
ასე, რომ მოხარულნი ვართ გაცნობოთ: 3 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით მივიღებთ განცხადებებს კლუბში გაწევრიანების მსურველებისგან.
ფედერალისტების წერილები მე-18 საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა და მიზნად ისახავდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის აეხსნა კონსტიტუციის, ახალი კონსტიტუციური წესრიგის შინაარსი, მნიშვნელობა.
ფედერალისტების კლუბის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ცდილობს, სტუდენტებისთვის თვალსაჩინო გახადოს ის საჯარო განხილვები, რომლებიც კონსტიტუციის, როგორც დოკუმენტის და კონსტიტუციური საკითხების აქტუალობას წარმოაჩენს.
პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობენ.
აქტივობის ფარგლებში, ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ წერილებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები – მოაწყონ დისკუსიები, დებატები.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ქვემოთ მოცემული ფორმის შევსება 2022 წლის 23 ოქტომბრამდე
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/6Mjewo9cAki62r1y7
პროგრამის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ისაკო დევიძე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: isako.devidze.1@iliauni.edu.ge
გასვლითი საჯარო ლექცია ჩარგალში, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
2018 წლის 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ილიას სახელმწიფო […]
ფედერალისტთა კლუბის კონფერენციის შესახებ
მიმდინარე წლის 25 მაისს, 12:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში, ილიას […]
ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები
ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეის 85 სტატია, რომელიც 1787 წლის […]
ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები
ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეის 85 სტატია, რომელიც 1787 წლის […]
ფედერალისტების წერილები
ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეის 85 სტატია, რომელიც 1787 წლის […]