დასრულდა გუნდების რეგისტრაცია “ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრზე”
დასრულდა გუნდების რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ “ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრზე”.
სულ დარეგისტრირდა 20 გუნდი, 3-3 სტუდენტის შემადგენლობით, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქართველოს შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იწყება შეჯიბრის მომდევნო ეტაპი:
დარეგისტრირებული გუნდებისთვის 2018 წლის 21 მარტს მიწოდებულ იქნა საქმე, რასთან დაკავშირებითაც 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით მათ უნდა მოამზადონ წერილობითი პოზიციები, რომელთა საფუძველზეც, ზეპირ განხილვებში მონაწილეობის მისაღებად, 25 აპრილს შეირჩევა რვა გუნდი.
ყველას ვუსურვებთ წარმატებას!
ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრი მიზნად ისახავს იურისტებისთვის პროფესული ეთიკის სწავლების პოპულარიზებას საქართველოში; შეჯიბრი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ კონფლიქტური სიტუაციები და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები.
“ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებს და ქცევის წესებს.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის”.