კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გავრცელება ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. პროგრამა „სამართალი სკოლაში“ მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამის – „კონსტიტუცისა და დემოკრატიის“, როგორც სამოქალაქო განათლების კომპონენტის შექმნას:
- იურიდიული ლიტერატურის შექმნას, რომელიც გახდება როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის დამხმარე მასალა;
- თბილისსა და თბილისს გარეთ, რეგიონების საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
- შეძენილი გამოცდილების შედეგად, სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნას, რომელიც იქნება არსებული სამოქალაქო განათლების წიგნების ალტერნატივა;
პროგრამა ცენტრის მიმდინარე აქტივობაა; ყოველ სემესტრში დაგეგმილია ახალი საგაკვეთილო პროგრამების მომზადება და პარტნიორი სკოლების მოძიება პროგრამის პილოტირებისთვის.
პროგრამის მონაწილეები (სამართლის სკოლა):
თემა: კონსტიტუცია და მისი არსი
აღწერა: საინტერესო, მრავლისმომცემი და მრავლისმომცველი
თემა: კონსტიტუცია და მისი არსი
აღწერა: პროექტი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო ჩემთვის. ვისწავლე გუნდური მუშაობა.
თემა: რელიგია და სახელმწიფო
აღწერა: მოხარული ვიქნები, თუ ეს პროექტი ბოლომდე განხორციელდება და სკოლის მოსწავლეები ჩვენ (სტუდენტების) მიერ დაწერილი წიგნით ისწავლიან მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.
თემა: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
აღწერა: პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, სტუდენტებს, ვიმუშაოთ ჩვენი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე, საინტერესო საკითხებზე სამართლის სკოლის საუკეთესო ლექტორებთან ერთად და ერთად შევქმნათ სახელმძღვანელო, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს. მიხარია, რომ მომეცა მსგავს პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.
თემა: რელიგია და სახელმწიფო
აღწერა: პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა ვიმსჯელოთ და გამოვიკვლიოთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები და გამოვავლინოთ წერითი უნარები.
თემა: უმრავლესობის ტირანია
აღწერა: ეს არის პროექტი, რომელსაც შეუძლია აამაღლოს ქართული საზოგადოების მართლშეგნება.
თემა: რელიგია და სახელმწიფო
აღწერა: რელიგიის როლი, დანიშნულება ზეგავლენა და მისი შედეგები დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურობის გზაზე.
თემა: უმრავლესობის ტირანია
აღწერა: ეს არის პროექტი, რომელიც დღეს აკეთებს კარგს , რათა ხვალ შექმნას საუკეთესო.
თემა: ადამიანის უფლებები
აღწერა: პირველი საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება ჩემთვის უცნობ სეგმენტში.
თემა: არჩევნები
აღწერა: წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.
თემა: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
აღწერა: პროექტი ხელს უწყობს თვითგანვითარებას, გვიმაღლებს მოტივაციას და გვხდის შედეგზე ორიენტირებულს.
თემა: კონსტიტუცია და უმცირესობები
აღწერა: აღნიშნულ პროექტზე მუშაობამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება უმცირესობებისადმი და დამანახა ცნება უმცირესობა, სრულიად განსხვავებულ ჭრილში.
თემა: კონსტიტუცია და უმცირესობები
აღწერა: ამ პროექტის საშუალებით, უპირველეს ყოვლისა, გავხდი მეტად ინფორმირებული – ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც აქტუალურია. შესაბამისად, მსგავსი პროექტების არსებობა იძლევა არსებული პრობლემების ღრმა ანალიზის საშუალებას.
თემა: ადამიანის უფლებები
აღწერა: პროექტი ემსახურება მომავალი თაობის ინფორმირებას, მოცემული თემები დაეხმარება მათ სწორად აღიქვან რიგი სამართლებრივი საკითხი.
თემა: უმრავლესობის ტირანია
აღწერა: პროექტი იყო საინტერესო.
ნათია ბლიაძე
თემა: კონსტიტუცია და არჩევნები
აღწერა: ჩვენს ჯგუფს ევალებოდა, აღეწერა სხვადასხვა უმცირესობების საკითხი კონსტიტუციასთან მიმართებით, განემარტა თითოეული მათგანი, ასევე ისტორია, თუ როდიდან გახდა აქტუალური ეს თემა და ა.შ.