ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის – 2023
11 ივნისსს გაიმართა ფინალური ტური და ამით დასრულდა ტრადიციად ქცეული “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის – 2023” და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
პირველ ადგილზე გავიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მანანა გაჩეჩილაძე და ბიჭიკო დეკანოია;
მეორე ადგილზე გავიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მერი გიუნაშვილი, ნანა გლუნჩაძე და ლიზი ლაზარიაშვილი;
მესამე ადგილზე გავიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გვანცა კერესელიძე, მარიამ ბუჩაშვილი და ნინო ლომიაშვილი;
შეჯიბრის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა მსაჯების უნაგარო დახმარების გარეშე და დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ.
ნახევარფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: მარიამ ჯიქია, მარიამ პატარიძე, ინგა ბერიძე, ეკატერინე გეწაძე, გიორგი გიორგაძე და კონსტანტინე ჩოკორაია.
ფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: თამარ ხუბულური, ანა ხურციძე და ირაკლი კორძაია.
ფინალში გადასულ გუნდებს გადაეცათ ფულადი და სიმბოლური საჩუქრები. შემდეგი შეჯიბრი ჩატარდება ორი წლის შემდეგ, 2025 წელს