ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის „ახალგაზრდა მკვლევრების მომზადების პროგრამის“ მიზანია აკადემიური საქმიანობით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუქმნას კვლევისა და თვითგანვითარების აუცილებელი პირობები. მათ საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის რესურსებით, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებების დაგეგმვაში, მოამზადონ და წაიკითხონ საჯარო ლექციები, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გამოაქვეყნონ აკადემიური ნაშრომები და სხვა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის III ან IV კურსის ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი, დაინტერესებული საჯარო სამართლის მიმართულებით;
- ფლობდეს ინგლისურ ენას (რაც გადამოწმდება გასაუბრებით);
- წარმოადგინოს ერთი ნაშრომი მაინც: კურსის ფარგლებში დაწერილი ესე, ბლოგზე გამოქვეყნებული ნაშრომი ან სხვა.
შერჩევა ტარდება შემდეგ ეტაპებად:
- გასაუბრება
- წერითი გამოცდა (გამოცდის წესი დაწვრილებით იქნება განმარტებული შერჩეული კანდიდატებისთვის)
პროგრამაში მონაწილეობის ვადა: 1 წელი.
სამუშაო გრაფიკი მორგებული იქნება სტუდენტის სასწავლო პროცესზე.
პროგრამის ფარგლებში კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ყოველწლიურად შეარჩევს 5-8 მონაწილე სტუდენტს.