კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

k41

ვენის საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია

მიმდინარე წლის 6-10 აპრილს, ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში გაიმართა საერთაშორისო ინტერდისციპლინური აკადემიური კონფერენცია, სადაც მოხსენებით გამოვიდა სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი კარლო გოდოლაძე.

მისი გამოსვლა ეხებოდა თანამედროვე კონსტიტუციონალიზმში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პარადიგმას, როგორიც რესპუბლიკანიზმია. მოხსენების მსვლელობისას განხილულ იქნა კონცეპტის ანტიკური მნიშვნელობა, შუასაუკუნეობრივი განვითარება და თანამედროვე ტენდენციები. პრეზენტაციის შემდგომ უცხოელ მკვლევარებსა და პროფესორებთან გაიმართა სამეცნიერო დისკურსი.

სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მომავალში კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე თანამიმდევრულ პრეზენტირებას.