კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

DSC_9068

ეთნიკური უმცირესობები საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, წიგნის მაღაზია ლიგამუსში გამართა საჯარო დისკუსია თამაზე  –  ”ეთნიკური უმცირესობები საქართველოში”.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, კონსტიტციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა – გიორგი მუმლაძემ წარადგინა პრეზენტაცია – ”ეთნიკური უმცირესობები პირველ რესპუბლიკაში (1918-21 წლის მდგომარეობით)”,  ხოლო თანამედროვე ვითარებაზე მოხსენება გააკეთა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ – თამარ კინწურაშვილმა.

DSC_8980DSC_9069შეხვედრის მომდევნო ეტაპი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, მომხსენებელთაგან მისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიეღო.

მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი კიდევ ოთხი ლექციის ჩატარებას გეგმავს ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე.