საერთაშორისო კონფერენცია: ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში
ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით, 2018 წლის 25 მაისს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე: “ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში”.
კონფერენციის მიზანია საჯარო განხილვებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა, სადაც დაინტერესებული მხარეები, შედარებითი ანალიზის გზით, შეძლებენ, უკეთესად გაიგონ კანონის უზენაესობის გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში. ამასთანავე, კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და ნორვეგიელ იურისტებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და შემდგომ განვითარებას.
კონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან შემდეგი მომხსენებლები:
- გიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია
- გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
- ირაკლი ფორჩხიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი
- ბარდ ივარ სვენდსენი – ნორვეგიის ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში
- აზინ ტაჯდინი – სამართლის დოქტორი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი-სპეციალური პროცედურების განყოფილება
- გიორგი პაპუაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ანდერს ლოვლი – ასოცირებული პროფესორი, საჯარო და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, ოსლოს უნივერსიტეტი
- ნიკოლაი ნილანდი – სამართლის დოქტორი, კოლეგის უნივერსიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგია
- დავით დარჩიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ბარდ ტუსე – ოსლოს უნივერსიტეტი მკვლევარი
- გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- გიორგი ჩიტიძე – ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
- კონსტანტინე ვარძელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
კონფერენცია რამდენიმე სესიად გაიმართება და მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგი თემების გარშემო:
კონსტიტუციის შექმნის პროცესი/გამოწვევები: საერთაშორისო ადამიანის უფლებები, როგორც კონსტიტუციის გადასინჯვის სტანდარტი; კონსტიტუციის მიღების პროცესი – გამოწვევები საქართველოსთვის 1921, 1995 და 2018 წწ; კონსტიტუციური რეფორმა, შთაგონებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით -შეზღუდვები და გამოწვევები; კონსტიტუცია და შეიარაღებული ძალების გამოყენება; სახელმწიფო უშიშროება, კონსტიტუციური რეგულირება;
სამოქალაქო უფლებები, მიმდინარე დებატი და გამოწვევები: კონსტიტუცია და გამოხატვის თავისუფლება/გამოხატვის თავისუფლების ისტორია სკანდინავიურ ქვეყნებში; გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საერთო სასამართლოებში; გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება; კონსტიტუცია და რელიგია/სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის: კონსტიტუციური სეკულარიზმისკენ; რელიგიის მუხლი ახალ კონსტიტუციაში.
კონფერენციას მოდერირებას გაუწევენ:
- გიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია
- გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
თარიღი: 2018 წლის 25 მაისი.
დრო: 10:30 სთ.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია, ჭავჭავაძის გამზ.: #32, I სართული.
სამუშაო ენა: ქართული (თარგმანი უზრუნველყოფილია).
დასწრება თავისუფალია, გელით!