საერთაშორისო კონფერენცია: “ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში”
2018 წლის 25 მაისს ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: “ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში”.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ:
- გიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია
- გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
- ბარდ ივარ სვენდსენი – ნორვეგიის ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში
- აზინ ტაჯდინი – სამართლის დოქტორი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი-სპეციალური პროცედურების განყოფილება
- გიორგი პაპუაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ანდერს ლოვლი – ასოცირებული პროფესორი, საჯარო და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, ოსლოს უნივერსიტეტი
- ნიკოლაი ნილანდი – სამართლის დოქტორი, კოლეგის უნივერსიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგია
- დავით დარჩიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ბარდ ტუსე – ოსლოს უნივერსიტეტი მკვლევარი
- გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- გიორგი ჩიტიძე – ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
- კონსტანტინე ვარძელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
კონფერენცია ორ სესიად გაიმართა და ძირითად განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა კონსტიტუციის შექმნის პროცესი/გამოწვევები და სამოქალაქო უფლებები, მიმდინარე დებატი და გამოწვევები, რომლის ფარგლებშიც მომხსენებლებმა განიხილეს საერთაშორისო ადამიანის უფლებები, როგორც კონსტიტუციის გადასინჯვის სტანდარტი, კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში არსებული გამოწვევები და შეზღუდვები, კონსტიტუცია და სახელმწიფო უსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება, კონსტიტუცია და რელიგია/რელიგიის მუხლი ახალ კონსტიტუციაში.
კონფერენციას მოდერირებას უწევდნენ გიორგი გიორგაძე და გიორგი მელაძე.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანი იყო საჯარო განხილვებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა, სადაც დაინტერესებული მხარეები, შედარებითი ანალიზის გზით, შეძლებენ, უკეთესად გაიგონ კანონის უზენაესობის გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში. ამასთანავე, კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართველ და ნორვეგიელ იურისტებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და შემდგომ განვითარებას.
აღნიშნული კონფერენციის გამართვით მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნორვეგიულ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის.