სპეც-კურსი „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“ დაიწყო
პარასკევს, 7 თებერვალს დაიწყო სპეც-კურსი „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.
ლექცია წაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელმა, იურისტმა – ლევან მაისურაძემ.
მომხსენებელი სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ ესაუბრა.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის ბატონ ლევანს თანამშრომლობისთვის და განაგრძობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სპეც-კურსს.