კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

DSC_02411

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2014 წლის 21 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად უმასპინძლა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილ განხილვას.

 

DSC_0233დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიგა ზედანია და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი პაპუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გიგი თევზაძე და სამართლის სკოლის დეკანი პროფესორი გიორგი თუმანიშვილი.

 

 

DSC_0160მონაწილეებმა ისაუბრეს პირველი რესპუბლიკის პერიოდის მნიშვნელობაზე. ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა წაიკითხა ლექცია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის შესახებ.

 

 

 

 

mღონისძიების დასასრულს კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული სალექციო პროგრამის ფარგლებში „კონსტიტუცია და დემოკრატია“ მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

იხ.:  http://www.tabula.ge/ge/story/80381-saqartveloshi-1921-tslis-konstituciis-mighebis-dghes-aghnishnaven