სპეც-კურსი ”საკონსტიტუციო სამართალწარმოება” დასრულდა
”საკონსტიტუციო სამართალწარმოების” სპეც-კურსი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, მიმდინარე წლის თებერვლიდან ახორციელებს, დასრულდა.
განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სამართლის სკოლის შერჩეულმა სტუდენტებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევევები და დაიწყეს საკუთარი საკონსტიტუციო პრაქტიკის განხორციელება.
ცენტრის ეგიდით, სპეც-კურსის მონაწილე სტუდენტების მიერ, შემუშავდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად სცნო და არსებითად განსახილველად მიიღო.
სპეც-კურსის ფარგლებში ბოლო შეხვედრა 5 ივლისს გაიმართა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, სპეც-კურსის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიასა და სერთიფიკატების გადაცემას ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებისთანავე გამართავს.
სამომავლოდ, კვლავაც დაგეგემილია მსგავსი პრაქტიკული კურსების განხორციელება.