გრძელდება სპეც-კურსი „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“
გრძელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სერტიფიცირებული სპეც-კურსი „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.
ამ თვეში კურსს გადის გასაუბრების შედეგად შერჩეულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა რიგით მესამე ნაკადი.
პირველი ლექცია წაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელმა, იურისტმა გიორგი სულხანიშვილმა.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის ბატონ გიორგის თანამშრომლობისთვის და განაგრძობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სპეც-კურსს, ივნისის თვის ჩათვლით.