კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

DSC_04552

“საკონსტიტუციო სამართალწარმოება” – გამოსაშვები ცერემონია

ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული “საკონსტიტუციო სამართალწარმოების” სპეც-კურსის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

კურსდამთავრებულებს კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სერტიფიკატები გადაეცათ.

სპეც-კურსი 2014 წლის თებერვლიდან ივნისის თვის ჩათვლით გაგრძელდა. კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა, გასაუბრების საფუძველზე, შეარჩია 35 სტუდენტი, საიდანაც 24-მა შეძლო კურსის წარმატებით დასრულება.

DSC_0480

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული რჩევები მიეღოთ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისგან.

სპეც-კურსის მონაწილეებმა მიიღეს საკონსტიტუციო სამართალწარმოებისთის აუცილებელი თეორიული ცოდნა და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევევები, დაამუშავეს სასამართლო მეგობრის პოზიციები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

მონაწილეების ერთმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა სასამართლოს,  რაც დარეგისტრირებულია.

DSC_0464

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ულოცავს კურსდამთავრებულებს და მადლობას უხდის საკონსტიტუციო სასამართლოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.