კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

ilia2

საკონსტიტუციო სამართალწარმოების სერტიფიცირებული სპეც-კურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აცხადებს მიღებას:
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების სერტიფიცირებულ სპეც-კურსზე”.
კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან:
საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურასა და მუშაობის წესს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების საკანონმდებლო რეგულირებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. სტუდენტები იმუშავებენ, როგორც უკვე გადაწყვეტილი საქმეების ანალიზზე, ისე მიმდინარე საქმეებზე და მოამზადებენ სასამართლო მეგობრის პოზიციას.
  • კურსის ხანგრძლივობა:  4 კვირა.
  • შეხვედრების პერიოდულობა:  კვირაში ერთი სამუშაო შეხვედრა (ჯამში 12 აკადემიური საათი).
  • სალექციო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სპეც-კურსზე დაიშვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა:  24.01.2014 წ.
მსურველებმა მიმართეთ ცენტრის ასისტენტს მეილზე:    nino.chelidze.1@iliauni.edu.ge