კონსტიტუცია და დემოკრატიული კონსოლიდაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სალექციო პროგრამის “კონსტიტუცია და დემოკრატია” ფარგლებში, გაიმართა მეხუთე ლექცია, თემაზე: “კონსტიტუცია და დემოკრატიული კონსოლიდაცია”.
ლექცია წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა – ბატონმა დავით დარჩიაშვილმა.
შეხვედრას მოდერირებას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე.
ლექციის მსვლელობისას, ბატონმა დავითმა ისაუბრა კონსოლიდაციის ოთხ ელემენტზე: სამოქალაქო საზოგადოება, უსაფრთხოება, ბიზნეს სექტორი, პოლიტიკური პარტიები. შეაფასა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ტრანზიციის პროცესი და რეფორმები; ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებსაც. ისაუბრა სოციალური კაპიტალიის პრობლემებსა და კონსტიტუციის არსებული მოდელის ადეკვატურობაზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ. ასევე, უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ბატონ დავითს დიდ მადლობას უხდის სტუმრობისთვის.
ლექციის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=mRIhW7e5cmg