საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა – ნომერი 7
ევროკავშირი სუპრანაციონალური ორგანიზაციაა. ის ეფუძნება ისეთ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ სუპრანაციონალური ორგანიზაციისთვის ეროვნულ უფლებამოსილებათა გადაცემის გზით შეიქმნა. უფლებამოსილებათა გადაცემა სუვერენიტეტის შეზღუდვას ნიშნავს. სუპრანაციონალურ ინსტიტუტებს მიეცათ ნებართვა, სახელმწიფოების შიდა უფლებამოსილებათა შესაბამის სფეროებში იმოქმედონ პოლიტიკურად,
კერძოდ კი, მიიღონ ნორმატიული აქტები, რომელთაც პირდაპირი და უშუალო მოქმედების ძალა აქვთ წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემაში.
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგნაირად ხსნის უფლებამოსილებათა გადაცემის შედეგებს: სახელმწიფოს სუვერენიტეტის კარი იღება, სახელმწიფოს სამართლებრივი წესრიგი აღარ წარმოადგენს ექსკლუზიურად ეროვნულ და დახურულ სისტემას, ის კარს უღებს სუპრანაციონალურ კანონმდებლობას შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სისტემაში შესასვლელად. სახელმწიფო აღარ ამტკიცებს, რომ მის კანონებს ექსკლუზიური იურიდიული ძალა აქვთ მის ტერიტორიაზე. ორივე სახის კანონმდებლობას, შიდასახელმწიფოებრივს და სუპრანაციონალურსაც იურიდიული ძალა აქვთ სახელმწიფოს შიგნით…
იხილეთ: journal_geo_2014