საჯარო ლექცია: „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ მიმდინარე რეფორმები“
30 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ მიმდინარე რეფორმები“.
მომხსენებლები იყვნენ:
კოკა კიღურაძე – მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
სევდია უგრეხელიძე – ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი; ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრი, მმართველობითი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ლექციას მოდერირებას უწევდა:
გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი.