კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

fghgvfbjhnk

საჯარო დისკუსია: არღვევს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს

2018 წლის 3 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია, თემაზე: “არღვევს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს”.

დისკუსია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID)-ს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.

საჯარო დისკუსიაზე განიხილეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საკონსტუტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელები: “ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” და “ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

გიორგი გოცირიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

ეკა მამრიკიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი.

ნატა ფერაძე – სამოქალაქო აქტივისტი.

დისკუსიის მოდერატორი: კონსტანტინე ვარძელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.