კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

18740720_1583944708296850_799185911140051049_n

ფედერალისტთა კლუბის კონფერენციის შესახებ

მიმდინარე წლის 25 მაისს, 12:00 საათზე, A 101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ფედერალისტთა კლუბმა”, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით, გამართა სტუდენტური კონფერენცია, თემაზე:
„ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა – როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი“.

მომხსენებლები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები, “ფედერალისტთა კლუბის“ მეოთხე ნაკადის წევრები: მარიამ გაბრიჩიძე, დემეტრე წიქორაძე, ბარბარე მაჭარაშვილი, თამარ ლუაშვილი, მურად შუბითიძე, ლევან ოსაძე, მარიამ ხურცილავა, კესო ხუბუა.