კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

46463482_1134687743353340_3599562483905331200_n

საჯარო ლექცია: „თამაზ ახობაძე – სასამართლოს გადაწყვეტილებიდან აღსრულებამდე”

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: „თამაზ ახობაძე – სასამართლოს გადაწყვეტილებიდან აღსრულებამდე”.

ლექციას უძღვებოდა იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი – თამაზ ახობაძე, რომელიც აღნიშნულ უწყებასთან შრომით დავას აწარმოებს.

ლექციას მოდერირებას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი ნონიაშვილი.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია

 

იხ.: ლექციის ამსახველი ფოტომასალა:

 

 

საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი კვლავაც განაგრძობს არაერთი საინტერესო ლექციის შემოთავაზებას.