ფედერალისტთა კლუბის კონფერენცია
1787 წლის 25 მაისს ფილადელფიის კოვენტზე მსოფლიოს პირველი კონსტიტუციის წერა დაიწყო. ფილადელფიის კონვენტთანაა დაკავშირებული კონსტიტუციის და იმავდროულად, კონსტიტუციური წესრიგის დაბადების იდეა.
ფედერალისტური წერილებით დასაბამი დაედო კონსტიტუციის უნიკალურ ხედვას, რაც კონსტიტუციის არსის, მისი დანიშნულების გააზრების საფუძველი გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ფედერალისტთა კლუბი“, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით, მართავს სტუდენტურ კონფერენციას, თემაზე:
„ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა – როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი“.
კონფერენციას გაუძღვება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მუმლაძე.
მომხსენებლები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები, “ფედერალისტთა კლუბის“ მეოთხე ნაკადის წევრები:
მარიამ გაბრიჩიძე
დემეტრე წიქორაძე
ბარბარე მაჭარაშვილი
თამარ ლუაშვილი
მურად შუბითიძე
ლევან ოსაძე
მარიამ ხურცილავა
კესო ხუბუა
დრო: 25 მაისი, 12:00 სთ, (ხუთშაბათი)
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია – A 101 (ჭავჭავაძის გამზ.: #32).
დასწრება თავისუფალია, გელით.
“ფედერალისტთა კლუბის” პროგრამის მიზანია, სტუდენტთათვის თვალსაჩინო გახადოს ის საჯარო განხილვები, რომლებიც კონტიტუციისა და კონსტიტუციური საკითხების აქტუალობაზე მიუთითებს.
პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები არიან ჩართულნი; აქტივობის ფარგლებში, ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ფედერალისტთა წერილებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები – მოაწყონ დისკუსიები, დებატები.
“ფედერალისტთა კლუბი“ ასევე მართავს საჯარო ლექციებს, აწყობს ფილმის ჩვენებებს, ახორციელებს ინტელექტიალურ პროექტებს.
ამ ეტაპზე, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, პროგრამაში ჩართულია სტუდენტთა მეოთხე ნაკადი.
პროგრამაზე მიღება ეტაპობრივად განახლდება.