საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება (“უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 მაისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე:
„უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რითაც რეგულირდებოდა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესი.
გამომდინარე იქედან, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში საარჩევნო რეფორმის გატარების საფუძველია და მის მიმართ არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აქვეყნებს გადაწყვეტილების მოკლე ანალიზს, რომელიც მოამზადა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა – გიორგი მუმლაძემ.
ანალიზი იხილეთ აქ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.