სასამართლოს მეგობრის პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში (№608 და №609 წარდგინებებთან დაკავშირებით)
2015 წლის 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე”.
“№608 და №609 წარდგინებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარმოადგინეს აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარებმა – გიორგი მელაძემ, გიორგი გიორგაძემ და გიორგი ნონიაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის, კონტინენტური სამართლის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის საპროცესო მოდელების შედარების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვის საფუძველზე, სასამართლოს მეგობრის პოზიციაში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის განმარტება კონსტიტუციის მე-40 და 42-ე მუხლების ჭრილში უნდა მოხდეს, რადგან ეს პრინციპი არ არის აბსოლუტური და მისგან გამონაკლისები დასაშვებია, თუ ისინი ეფუძნება გონივრულ საფუძველს”.
იხილეთ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება…