საჯარო ლექციები – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი და სოციალური კვლევების ლაბორატორია, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში – პირველი ნაბიჯები და პირველი გამოწვევები“, კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის პროფესორთან თანამშრომლობით. აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე.
პროექტი ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის მიმდინარეობის სიღრმისეულ კვლევას, აკადემიური დისკუსიის ინიცირებასა და ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2004 წლის კონსტიტუციური რეფორმით შეიქმნა. ამ დროისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ქალაქში მოქმედებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, გორი) და დღეის მონაცემებით სულ გამართულია 34 პროცესი, ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის მიზნით მოწვევა დაეგზავნა 5000-მდე ადამიანს. სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არაა კარგად ინფორმირებული აღნიშნული ინსტიტუტის შესახებ და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციისთვის. პროექტიც სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ზემოთ მითითებულ ქალაქებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების/საჯარო ლექციებისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარება, შემდეგი განრიგის მიხედვით:
ბათუმი: 28 მაისი, ორშაბათი
დრო: 15:00 სთ.
ადგილმდებარეობა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის.: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ზუგდიდი: 29 მაისი, სამშაბათი
დრო: 12:00 სთ.
ადგილმდებარეობა: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, მის.: ჯანაშიას #14
ქუთაისი: 30 მაისი, ოთხშაბათი
დრო: 14:00 სთ.
ადგილმდებარეობა: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის.: თამარ მეფის #59
გორი: 1-ლი ივნისი, პარასკევი
დრო: 13:00 სთ.
ადგილმდებარეობა: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, მის.: ჭავჭავაძის ქ. #53
რუსთავი: 4 ივნისი, ორშაბათი
დრო: 11:00 სთ.
ადგილმდებარეობა: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, მის.: კოსტავას #22
თელავი: 5 ივნისი, სამშაბათი
დრო: 12:00 სთ.
ადგილმდებარეობა: დემოკრატიის სკოლის ოფისი, მის.: ჩოლოყაშვილის #4
თბილისი: 6 ივნისი, ოთხშაბათი
დრო: 13:00 სთ.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის.: ჭავჭავაძის გამზ. #32
დასწრება თავისუფალია, გელით.