კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

13568929_642365869252199_2359795043210256586_o

საერთაშორისო კონფერენცია – „ტრანზიციული კონსტიტუციონალიზმი: კონტექსტი და პერსპექტივა“

1-ლ ივლისს, პარასკევს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – „ტრანზიციული კონსტიტუციონალიზმი: კონტექსტი და პერსპექტივა“.

კონფერენცია გაიმართა ღონისძიებების – “ილიაუნი 10 წლისაა” ფარგლებში.

აკადემიურ ფორუმზე განხილულ იქნა არგენტინის, სომხეთის, საქართველოსა და ევროკავშირის კონსტიტუციური ტრანზიციის გამოცდილება და დღეს არსებული საკონსტიტუციო გამოწვევები, გაანალიზდა ნასწავლი „გაკვეთილები“ და სამომავლო პერსპექტივები.

კონფერენციის სამუშაო ენა:  ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი თარგმანით)

მომხსენებლები:

Mr. Gonzalo Gabriel Carranza – Universidad Autónoma de Madrid (UAM) (“Asymmetries in South America’s Federalism: the Argentinian Case after the 1994 Constitution”)

Ms. Martina Augustin – University of Vienna, Austria (“Constitutional Resilience in Times of Crisis: The Responses to the Eurozone Crisis and their Implications on EU and National Constitutional Law” )

Ms. Nausica Palazzo – University of Trento, Italy (“Constitutional Developments in Armenia: New Electoral System, (B)old Party System”)

Mr. Giorgi Meladze – Ilia State University, School of Law (“Georgia’s Unwritten Constitution: The Story of Endless Transition”)

Mr. Karlo Godoladze – Ilia State University, School of Law (“Towards Substantive and Procedural Modus Operandi – Why failed Constitutional Reform in Georgia?”)

 

იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი:  Conference Agenda

იხილეთ კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:

.

იხილეთ კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი: