ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – პაპიძის საქმე
მაგდა პაპიძის საქმე, უკვე რამდენიმე თვეა, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ბრალდებულის მოთხოვნით, საქმე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.
ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი სწავლობს ნაფიც მსაჯულთა რეფორმის პროცესს საქართველოში; აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგის განხორციელებაც ცენტრის კვლევითი პროექტის შემადგენელი ნაწილია. ცენტრის დამკვირვებელი განუწყვეტლივ ესწრებოდა პროცესს და წინასწარ შედგენილი ინსტრუქციის მიხედვით, მოხსენებისთვის მასალას აგროვებდა. ეს დოკუმენტი კვლევის წინასწარი ვერსიაა, რომელიც, საბოლოოდ, კვლევის მასალისთვის დამუშავდება. ამ სახით, დოკუმენტის გამოქვეყნება მიზნად ისახავს, ჩვენი მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებრივი განხილვებისთვის დამატებითი რესურსის შექმნას.
ცენტრი, მონიტორინგის განხორციელებისთვის, დიდ მადლობას უხდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს – თათია ქვრივიშვილს.
მოცემული ანგარიშის მიზანი არ არის ფაქტების ხელმეორედ გამოკვლევა და ანალიზი, არამედ სასამართლო პროცესის სრულად გადმოცემა, რათა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაეცნონ საქმის განხილვის მიმდინარეობას.
მასალის გამოყენებისას, გთხოვთ, მიუთითოთ კვლევის ავტორი ორგანიზაცია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – პაპიძის საქმე