გასვლითი საჯარო ლექცია ჩარგალში, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
2018 წლის 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებულმა კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა და „ფედერალისტების კლუბმა“ გამართეს გასვლითი საჯარო ლექცია ჩარგალში, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმში, თემაზე: „ამერიკის დამოუკიდებლობის გააზრება თავისუფლების ჭრილში და ქართველი საზოგადო მოღვაწეების ბრძოლა თავისუფლებისთვის“.
მომხსენებლები:
გიორგი მელაძე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი
გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე