ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები
ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეის 85 სტატია, რომელიც 1787 წლის ოქტომბრიდან 1788 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნდა, ფედარალისტური წერილების სახელითაა ცნობილი და დღესაც იპყრობს მკვლევარების ყურადღებას. ფედერალისტური წერილები აშშ კონსტიტუციონალიზმის საფუძვლად იქცა.
ფედერალისტური წერილების გამოქვეყნების მიზეზი რამდენიმეა: ერთი – მოსახლეობა უნდა დარწმუნებულიყო კონსტიტუციის რატიფიცირების აუცილებლობაში, მეორეც – წინასწარ უნდა განსაზღვრულიყო კონსტიტუციის ინტერპრეტაციისთვის სააზროვნო სივრცე.
ფედერალისტური წერილებით დასაბამი დაედო კონსტიტუციის უნიკალურ ხედვას. ისინი კვლავაც რჩებიან იმ ქმედით იარაღად, რომლის მეშვეობითაც თაობები შეძლებენ გაიგონ ამერიკის შეერთებული შტატების შექმნისა და განვითარების იდეური საფუძვლები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს იწვევს პროგრამაში “ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები” – მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ცდილობს, სტუდენტთათვის თვალსაჩინო გახადოს ის იდეები, რომელიც კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებად იქცა.
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე; დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოგვწერეთ შემდეგ მეილზე: nino.chelidze.1@iliauni.edu.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 აპრილი
შეხვედრების განრიგი დაზუსტდება, მსურველთა რეგისტრაციის შემდეგ.
პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი სერტიფიკატებს.