კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წლიური ანგარიში (2013-2014 წწ), სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აქვეყნებს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს (2013-2014 წწ) ;
ანგარიშში ასახულია 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები, რაც მოიცავს: სალექციო პროგრამებს, საჯარო ლექციებს, კვლევებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნას, მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმების უკეთ შესწავლა-გაანალიზებას.
ცენტრის საქმიანობა ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის ირგვლივ და სტუდენტებისთვის დამატებით საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.
ცენტრი აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და სასწავლო პროცესის გამდიდრებას ახალი და საინტერესო პროგრამებით.
ანგარიში იხილეთ აქ: კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ანგარიში…