მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი მთავრობის შექმნის პროცედურები
საქართველოს მოქალაქეების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციის ანალიზს, სადაც განხილულია მთავრობის ცვლილების ყველა შესაძლო მოდელი.
აღნიშნულ დოკუმენტებში მიმოხილულია კონსტიტიციური და პოლიტიკური პროცესის ის შესაძლო განვითარების სქემები, რომლებიც ეხება მთავრობის 1/3 -ით განახლებას, პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ბიუჯეტის კანონის ჩავარდნას, პარლამენტის მიერ მთავრობის მიმართ უნდობლობის განოცხადებას, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტით გადაყენებას; ახლადარჩეული პარლამენტის პირობებში განვითარებულ კონსტიტუციურ პროცესს და ა.შ.
გამოქვეყნებული მასალა მკითხველს უხსნის ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებების საკითხებს და თანამედროვე პოლიტიკურ პროცესში მიმდინარე, მნიშვნელოვან გამოწვევებს. კვლევა იქნება სასარგებლო რესურსი ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის.