კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

hammercourt 300x197

საჯარო განხილვა თემაზე – იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

სამშაბათს, 19 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საჯარო განხილვას თემაზე  –  “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.

მიმდინარე წლის 12 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისის აქციაში მონაწილე პირთა სარჩელზე. ერთ-ერთი მოსარჩელე ორგანიზაცია „იდენტობაც“ იყო.

ორგანიზაციის იურისტი ნინო ბოლქვაძე ისაუბრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და სასამართლოს ძირითად არგუმენტებზე.

ადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორია,  (ჭავჭავაძის გამზ.: №32)

დასწრება თავისუფალია.