კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

Kutaisi Parliament Chamber Oct21

რა ემართება პარლამენტს, ბიუჯეტის კანონის ჩაგდების შემთხვევაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციის ანალიზს – ბიუჯეტის კანონის ჩაგდების შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნის პროცედურების შესახებ.

აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტიციური და პოლიტიკური პროცესის ის შესაძლო განვითარების ვარიანტი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს პარლამენტის მიერ ქვეყნის მთავარი ფისკალური დოკუმენტის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობას.

გამოქვეყნებული მასალა მკითხველს უხსნის  ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებების საკითხებს და თანამედროვე პოლიტიკურ პროცესში მიმდინარე, მნიშვნელოვან გამოწვევებს.  კვლევა იქნება სასარგებლო რესურსი ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის.

აღნიშნულ ანალიზზე მუშაობდა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – ალიკა კუპრავა