კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

w1

სპეც-კურსი „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“ დაიწყო

პარასკევს, 7 თებერვალს დაიწყო სპეც-კურსი „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.

ლექცია წაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელმა, იურისტმა – ლევან მაისურაძემ.

მომხსენებელი სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ ესაუბრა.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის ბატონ ლევანს თანამშრომლობისთვის და განაგრძობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სპეც-კურსს.