პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – მითი თუ რეალობა?
საჯარო ლექცია:
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – მითი თუ რეალობა?
23 ივნისს, სამშაბათს, 14:00 საათზე, B 101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – მითი თუ რეალობა?”
საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური და საკვანძო საკითხები, რის ფარგლებშიც გაიმართება დისკუსია.
საჯარო ლექციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი – კახაბერ გოშაძე.
დრო: 23 ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: №32)
დასწრება თავისუფალია