სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში – ნახევარფინალის შედეგები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიმდინარეობს “სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში”, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.
ოლიმპიადაზე განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაიწყო. სულ, კონკურსზე რეგისტრაცია 42-მა სტუდენტმა გაიარა და პირველი, ტესტირების ტურის შემდეგ, ნახევარფინალურ ეტაპზე 14 სტუდენტი გადავიდა. სტუდენტები 4 გუნდად განაწილდნენ.
24 დეკემბერს, ოლიმპიადის ნახევარფინალურ ეტაპზე, იმიტირებული პროცესები გაიმართა, სადაც მოსამართლეები იყვნენ სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: დირექტორი – გიორგი მელაძე და მკვლევარები – ალიკა კუპრავა და გიორგი მუმლაძე.
ნახევარფინალის შედეგად, გამოვლინდა 2 ფინალისტი გუნდი, შემდეგი სტუდენტების შემადგენლობით:
– მარიამ ხონელიძე, ლიკა ნავროზაშვილი, ლევან ოსაძე, სალომე კვირიკაშვილი
– მარიამ გაბრიჩიძე, ბარბარე მაჭარაშვილი, მამია ღურწკაია
ფინალური ეტაპის იმიტირებული პროცესი საჯაროდ ჩატარდება და მსურველთათვის მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
ფინალისტებისთვის დაწესებულია წამახალისებელი პრიზები:
გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერი;
მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 50-ლარიანი ვაუჩერი.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი წარმატებებს უსურვებს ფინალისტ გუნდებს!