კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

56fe863269c9f864fa521da1db48e7b6_4120

სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში დასრულდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, გაიმართა „სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში“, რომელშიც ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ოლიმპიადაზე განაცხადების მიღება 2017 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო. სულ, კონკურსზე რეგისტრაცია 42-მა სტუდენტმა გაიარა და პირველი, ტესტირების ტურის შემდეგ, ნახევარფინალურ ეტაპზე 14 სტუდენტი გადავიდა. სტუდენტები 4 გუნდად განაწილდნენ.

    

2017 წლის 24 დეკემბერს, ოლიმპიადის ნახევარფინალურ ეტაპზე, იმიტირებული პროცესები გაიმართა, სადაც მოსამართლეები იყვნენ სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: დირექტორი – გიორგი მელაძე და მკვლევარები – ალიკა კუპრავა და გიორგი მუმლაძე.

  

ნახევარფინალის შედეგად, გამოვლინდა 2 ფინალისტი გუნდი, შემდეგი სტუდენტების შემადგენლობით:

–  მარიამ ხონელიძე, ლიკა ნავროზაშვილი, ლევან ოსაძე, სალომე კვირიკაშვილი

–  მარიამ გაბრიჩიძე, ბარბარე მაჭარაშვილი, მამია ღურწკაია

  

ოლიმპიადის ფინალური ეტაპი 2018 წლის 22 იანვარს გაიმართა. იმიტირებულ პროცესს უძღვებოდა ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – გიორგი პაპუაშვილი

   

ფინალური ტურის შედეგად, ორი დაპირისპირებული გუნდიდან, გამარჯვებულად გამოვლინდა მოსარჩელე გუნდი, შემდეგი სტუდენტების შემადგენლობით: მარიამ გაბრიჩიძე, ბარბარე მაჭარაშვილი, მამია ღურწკაია.  

ოლიმპიადის ფარგლებში, ასევე გამოვლინდა:

გამორჩეული მოსარჩელე:  სალომე კვირიკაშვილი

გამორჩეული მოპასუხე:  მანანა ცუხიშვილი

გამორჩეული მონაწილე:  ლევან ოსაძე

2018 წლის 19 მარტს ილიაუნის წიგნის სახლ “ლიგამუსში” სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სამართლის სკოლის დეკანმა – ირაკლი ფორჩხიძემ გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს 50-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ნახევარფინალური ეტაპის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

  

  

  

  

  

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის პროგრამის ყველა მონაწილეს და წარმატებებს უსურვებს მათ.