კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი მოიპოვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე კვლევითი გრანტი მოიპოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის კვლევისა და საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით.
პროექტის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის მიმდინარეობის თანმიმდევრული კვლევა, აღნიშნული თემატიკის აკადემიური დისკურსის ინიცირება და ზოგადად, ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მეშვეობით მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება.
პროექტის ხელმძღვანელი: კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – ნიკოლაი კოვალევი;
პროექტის მკვლევარები: კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე, ცენტრის მკვლევარი: გიორგი მუმლაძე და ილიაუნის სოციალური კვლევების ლაბორატორიის დირექტორი – ანა ჟვანია;
პროექტის კოორდინატორი: კონსტიტუციური კვლევების ცენრტის კოორდინატორი – ნინო ჭელიძე.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 წელი.