“სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში” – დაჯილდოების ცერემონია
25 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ “სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში” – დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიადა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მონაწილე 38 გუნდიდან 12 გუნდის წევრებს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
I ადგილზე გასული გუნდის სამივე მონაწილეს: მარიამ ლობჟანიძეს, მარიამ ჯიქიასა და ალი ისმაილოვს პლანშეტური კომპიუტერები, ხოლო II ადგილზე გასულ სამივე ფინალისტს: ერეკლე მაისურაძეს, ნიკა გუგეშაშვილსა და ვახტანგ მურღულიას წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100 ლარის ღირებულების წიგნის ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, გამოვლინდა პროგრამის 8 გამორჩეული მონაწილე.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის ოლიმპიადის ყველა მონაწილეს და წარმატებებს უსურვებს მათ.