კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

დასრულდა ზამთრის სკოლა თემაზე: “კონსტიტუცია და უსაფრთხოება”

19-20 დეკემბერს, სამართლის სკოლისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაში ჩატარდა ზამთრის სკოლა თემაზე „კონსტიტუცია და უსაფრთხოება.  სკოლის მიზანი იყო  ესაუბრა საქართველოს კონსტიტუციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ურთერთდამოკიდებულებაზე და შეედარებინა ის ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებას.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა სკოლის და მეცნიერება და ხელოვნების სკოლის სტუდენტებმა.  სკოლას გაუძღვნენ მომხსენებლები: დავით სიხარულიძე, ლაშა დარსალია, ლევან ალაფიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი მუმლაძე, გიორგი ნონიაშვილი.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის სამართლის სკოლის დეკანს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ღონისძების განხორციელება. ასევე მადლობას ვუხდით მომხსენებლებს და მონაწილეებს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც შევძლებთ შევთავაზოთ სტუდენტებს მოკლევადიანი სასწავლო შეკრებები მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

IMG_0126 IMG_0118 IMG_0114 IMG_0112 IMG_0110 IMG_0105 IMG_0088 IMG_0065 IMG_0062 IMG_0046 IMG_0027 IMG_0020 IMG_0013 IMG_0001