სტუდენტური კონფერენცია – “ფედერალისტების წერილების” პროგრამის ფარგლებში
1787 წლის 25 მაისს ფილადელფიის კოვენტზე მსოფლიოს პირველი კონსტიტუციის წერა დაიწყო. ფილადელფიის კონვენტთანაა დაკავშირებული კონსტიტუციის და იმავდროულად, კონსტიტუციური წესრიგის დაბადების იდეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისს, 17:00 საათზე, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, “ფედერალისტების წერილების” სადისკუსიო პროგრამის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს სტუდენტურ კონფერენციას – „ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა – როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი“.
კონფერენციას გაუძღვება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – კარლო გოდოლაძე.
მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში ჩართული სამართლის სკოლის სტუდენტები.
კონფერენცია მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს.
დრო: 25 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)