კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

DSC_8968

სტუდენტური კონფერენცია – “ფედერალისტების წერილების” პროგრამის ფარგლებში

მიმდინარე წლის 25 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ფედერალისტური წერილების სადისკუსიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, თემაზე: „ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა – როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი“.

DSC_8969                13329463_626533944168725_3796372450167261608_o

კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგებოდა და მასში პროგრამაში ჩართული სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია გახსნა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში – მაიკ გრანტმა.

DSC_8981               13340096_626534144168705_431971844794622047_o

კონფერენციას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – კარლო გოდოლაძე.  

ცენტრი მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილეებს.

 

“ფედერალისტების წერილების” პროგრამის ფარგლებში, კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ცდილობს, სტუდენტთათვის თვალსაჩინო გახადოს ის საჯარო განხილვები, რომლებიც კონტიტუციისა და კონსტიტუციური საკითხების აქტუალობაზე მიუთითებს.

პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები არიან ჩართულნი; აქტივობის ფარგლებში, ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ წერილებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები – მოაწყონ დისკუსიები, დებატები.

ამ ეტაპზე, 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, პროგრამაში ჩართულია სტუდენტთა მესამე ნაკადი.

პროგრამაზე მიღება ეტაპობრივად განახლდება.