გაზაფხულის სკოლა: „საარჩევნო სისტემა საქართველოში”
მიმდინარე წლის 14 და 29 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზასა და თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გაზაფხულის სკოლა თემაზე: „საარჩევნო სისტემა საქართველოში”.
სკოლის მიზანი იყო მსოფლიოში არსებულ საარჩევნო სისტემებსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაციის განხილვა.
გაზაფხულის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა.
სკოლას გაუძღვნენ მომხსენებლები: ზურაბ ხრიკაძე, გიორგი ბერაია და ნინო რიჟამაძე.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს, სტუდენტებსა და სამართლის სკოლას, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ღონისძიების განხორციელება.
იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც შევძლებთ შევთავაზოთ სტუდენტებს მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული მოკლევადიანი სასწავლო შეკრებები.