სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონია (სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში)
მიმდინარე წლის 4 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში – “სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში”, ილიაუნის წიგნის სახლ “ლიგამუსში”, სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიადა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მონაწილე 64 სტუდენტიდან, ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულ 4 გუნდს – 12 მონაწილეს, პროგრამის მონაწილეობისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ, ამათგან:
ფინალურ ეტაპზე, I ადგილზე გასული გუნდის სამივე მონაწილეს – პლანშეტური კომპიუტერები (მოპასუხე გუნდი – მარიამ ჯიქია, ნიკოლოზ ოდიკაძე, ქეთევან გორგასლიძე);
II ადგილზე გასულ სამივე ფინალისტს – წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100 ლარის ღირებულების წიგნის ვაუჩერები (მოსარჩელე გუნდი – გიორგი გოგოხია, ბონდო გახარია, ბარბარე მაჭარაშვილი);
ხოლო 2 გამორჩეულ მონაწილეს – წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 50 ლარის ღირებულების წიგნის ვაუჩერები გადაეცათ (მარიამ ჭინჭარაული – გამორჩეული მოპასუხე, მარიამ გაფრინდაშვილი – გამორჩეული მოსარჩელე).
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის პროგრამის ყველა მონაწილეს და წარმატებებს უსურვებს მათ.
ცენტრი მომავალშიც აპირებს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას და მოუწოდებს სტუდენტებს, მიიღონ მასში მონაწილეობა.