კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

download 1

დაიცავი შენი პირადი ცხოვრების უფლება!

გახდი მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში,

დაიცავი შენი პირადი ცხოვრების უფლება!

ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, თუმცა პარლამენტის მიერ არ იქნა რა გათვალისწინებული სასამართლოს შენიშვნები – ახალი რეგულაციით, კვლავაც არაა დაცული პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

       „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი მე-16).

       „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, . . .ხელშეუხებელია . . . “(საქართველოს კონსტიტუცია, მე-20 მუხლის 1–ლი პუნქტი).

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, შეიქმნა სსიპ „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“ – შემავალი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, რაც, თავისი არსით, არათუ არ ამცირებს, არამედ პირიქით – ზრდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რისკებს. აღნიშნულ ორგანოს, ისევე როგორც ყოფილ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს, პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე ფართოდ წვდომის შესაძლებლობა გააჩნია, რაც, თავის მხრივ, სურვილის შემთხვევაში, არც სუს-ს უკარგავს ამ მონაცემებით სარგებლობის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეხება რა ეს ყველა ჩვენგანის უფლებას, დაინტერესებული პირები:

– მიმდინარე წლის 4 და 5 აპრილს, 12:00-დან 17:00 სთ-მდე

– მობრძანდით სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრში (ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A 406) და შეავსეთ თქვენი პირადი ინფორმაცია, წინასწარ გამზადებულ სასარჩელო ფორმაში (სარჩელს იხილავთ აქ: http://www.esshengexeba.ge)

სარჩელის შეტანასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”.