საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა – ნომერი 6
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობის ობიექტური საზომი მისივე გადაწყვეტილებებია, მათში ვლინდება სასამართლოს რეალური დანიშნულება და პრაქტიკული მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს რა კონსტიტუციის ნორმებს, შედეგად ქმნის ცოცხალ კონსტიტუციას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, სასამართლომ, კონსტიტუციური ღირებულებების სრულყოფილად გააზრების გზით და მათზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ქვეყნის მთავარი კანონის პრაქტიკული ქმედითობა. სასამართლომ, თითქმის ყველა საქმეზე, უშუალოდ ეხება რა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათი განმარტება უნდა დააფუძნოს თითოეული ამ უფლების შინაარსის, ფარგლების, დიაპაზონის სრულყოფილად შეგრძნებასა და გაანალიზებას, რათა განმარტების შედეგად მიღებული უფლების პრაქტიკული შინაარსი სრულად ადეკვატური იყოს ამ უფლების კონსტიტუციური წონისა . . . journal_geo_2013