საკონსტიტუციო რეფორმა – დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიები
პარასკევს, 23 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე:
საკონსტიტუციო რეფორმა: დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიები
საუბარი შეეხებოდა საქართველოს სასამართლოს სისტემის ისტორიას, მის განვითარებას, განხორციელებულ რეფორმებსა და მათ ანალიზს, სასამართლო სისტემის გამოწვევებს, მისი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
დისკუსიას უძღვებოდნენ:
მოწვეული სტუმრები: სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის აპარატის მკვლევარები – ნინო ქაშაკაშვილი და მარიამ მხატვარი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები – გიორგი მელაძე და კარლო გოდოლაძე.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს და კვლავას განაგრძობს საჯარო ლექციებს.