საჯარო ლექცია – გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტი ქართულ კანონმდებლობაში
14 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე:
“გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტი ქართულ კანონმდებლობაში”.
მომხსენებელი იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ იურისტი – გიორგი ჩიტიძე.
ლექციას მოდერირებას უწევდა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე.
ლექცია მიზნად ისახავდა იმ პრობლემური საკითხების გამოკვლევას, რომლებიც უკავშირდება სისხლის სამართლის პროცესში გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტის არსებობას და მისი დარღვევის შემთხვევაში,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. არსებული კანონი, მომხსენებლის აზრით, აზრს უკარგავს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას სისხლის სამართლის პროცესში ისევე,
როგორც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატისა და პროცესის სხვა მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ცენტრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, კვლავაც აპირებს არაერთი საინტერესო ლექციის გამართვას.