საჯარო დისკუსია თემაზე: „თავისუფლების ქარტია, ლუსტრაცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“
2015 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (სარჩელი №560), დავის საგანი: საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, პარასკევს, 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „თავისუფლების ქარტია, ლუსტრაცია დასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“.
დისკუსიას გაუძღვებიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი – ირაკლი ხვადაგიანი და იურისტი – გიორგი ბერაია.
დრო: 4 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)